Saturday, July 11, 2015

დღე 9
დღეს მოვისმინე ყველას პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავაკეთე  ჩემი პრეზენტაციაც .იყო რჩევები, საერთო ჯამში მომიწონეს, კმაყოფილი ვარ. ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები, საინტერესო იყო ამ როლებში ყოფნა.უკვე ვიცი ზუსტად როგორ უნდა ვიმუშაო პროექტებზე.ძალიან კმაყოფილი ვარ ,რომ ეს ტრენინგი ავირჩიეთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრენინგია ჩემი მუშაობის პერიოდში. ვარ სქემაში ჩართული,ამიტომაც  ვფიქრობ აუცილებელია ყველაფერი ამის ცოდნა ჩემთვის, მიუხედავად იმისა,რომ პირველ დღეებში ბუნდოვნად მეჩვენებოდა ეს საკითხები, დღეისათვის  ყველაფერი დალაგდა.მიხარია. მომავალ საწავლო წელს ჩემს მოსწავლეებს უფრო საინტერესო და სახალისო წელი ელოდებათ.
    დიდი მადლობა intel  -ს და მასწავლებელთა სახლს ასეთი დახმარებისთვის და ისეთი პროფესიონალი ტრენერის შერჩევისთვის ,როგორიც გვანცა სალია არის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.     

Wednesday, July 8, 2015

დღე 8
დღეს განვიხილეთ დარჩენილი პროექტები,შემდეგ გადავედიტ მე-8 მოდულზე ფასილიტაციაზე. გავეცანი რამდენიმე ნიმუშს, რომელიც ნამდვილად მომეწონა.აწე ყოველთვის მივცემ ჩემს მოსწავლეებს ყფრო ზუსტი ინსტრუქციებით დავალებებს. ბოლოს ვისწავლე ჩემთვის სასურველი საიტების ბმულის ჩასმა შესაბამისი ლოგოებით.  

Monday, July 6, 2015

დღე 6
დღეს განვიხილეთ ხვადასხვა პროექტები, მათ შორის ჩემი პროექტიც,მივიღე რჩევები ,რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.ასევე ვიმუშავე მე-6 მოდულზე, მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაზე და გავეცანი გარდნერისა და ბლუმის მატრიცას,რომლის აუცილებლობაში მართლაც დავრწმუნდი. თუ  ეს ყველაფერი სრულყოფილად შევძელი და გავაკეთე  რაღა მექნება სანერვიულო. უნდა შევძლო! ..

Saturday, July 4, 2015

დღე 6
დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციები.შევაფასე და შევიტანე ცვლილებები  ჩემს ნამუშევარში.  ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების გამოყენებაზე, საკმაოდ მდიდარი რესურსები კარგად გამომადგება გაკვეთილზე და ასევე ჩემი პროექტის შეფასებისთვის. ვგრძნობ წინსვლას მიუხედავად სირთულეებისა, რაშიც მეხმარება ჩემი ტრენერი. 

Wednesday, July 1, 2015

დღე 5
დღეს შევისწავლეთ  პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საბოლოო სლაიდ შოუს შექმნა Power Point-ში.ტექნიკურად ეს არ დარჩა რთული ,მაგრამ შინაარსობრივად საკმაოდ რთულია. მოვირგეთ მოსწავლის როლი. იმედია ამასაც დავძლევთ.